ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 506 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რეგიონში covid-19-ით კიდევ 5 პაციენტი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 280 ადამიანი.
ამ ეტაპზე 4 253 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 699. რეგიონში 90 მძიმე პაციენტია, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 77 პირი.
რეგიონის კოვიდ-სასტუმროში 1 074 ადამიანი რჩება.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 267 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 2 881 პირი, აჭარაში - 12 537, იმერეთში კი - 2 889.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს გარდაცვლილებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს:
1. ბათუმის სამედიცინო ცენტრი - 70 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა: 1:11:2020, გარდაიცვალა: 2:11:2020 დიაგნოზი/თანმხლები: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპეტენზია.
2. ბათუმის სამედიცინო ცენტრი - 82 წლის კაცი, კლინიკაში შევიდა: 1:11:2020, გარდაიცვალა: 2:11:2020 დიაგნოზი/თანმხლები: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, ვირუსული პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ესენციური ჰიპერტენზია.
3. ბათუმის სამეიცინო ცენტრი - 80 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა: 30:10:2020, გარდაიცვალა: 2:11:2020 დიაგნოზი/თანმხლები: კოვიდ19, ვირუსული პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ინსულინდამოკიდებული, შაქრიანი დიაბეტი.
4. მედცენტრი - 80 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა 20.10.2020, გარდაიცვალა 02.11.2020 დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი დაუზუსტებელი. თირკმლის ქრ.უკმარისობა, 5 სტადია, თირკმლის დიალიზზე დამოკიდებულება, არტერიული ჰიპერტენზია, ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი, გულის ქრ. უკმარისობა.
5. რესპუბლიკური საავადმყოფო - 61 წლის კაცი, კლინიკაში შევიდა 27.10.2020, გარდაიცვალა 02.11.2020 დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შაქრიანი დიაბეტი, არტო-კორონალური შუნტირება, გულის ქრ. უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია.