ახალი მოწვევის პარლამენტში 9 საარჩევნო სუბიექტი მოხვდება

02 ნოემბერი 2020, 10:25 1157 ნახვა

მე-10 მოწვევის პარლამენტში 9 საარჩევნო სუბიექტი მოხვდება. ცესკოს ყველა უბნის წინასწარი მონაცემების მიხედვით 1%-იანი საარჩევნო ბარიერი ცხრა პოლიტიკურმა გაერთიანებამ გადალახა.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, პროპორციული სისტემით განსაზღვრული დანარჩენი 116 მანდატი პარტიებს შორის ასე ნაწილდება:

“ქართული ოცნება“- 61 მანდატი, 

“ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“- 34 მანდატი,

“ევროპული საქართველო“- 4 მანდატი,

“ლელო“- 4 მანდატი, 

“პატრიოტთა ალიანსი“ - 4 მანდატი, 

“სტრატეგია აღმაშენებელი“- 4 მანდატი, 

“გირჩი“- 3 მანდატი, 

“ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ - 1 მანდატი, 

“ლეიბორისტული პარტია“  - 1 მანდატი.

120 პროპორციულიდან 4 თავისუფალი მანდატი რჩება,  რომელსაც თანმიმდევრობით, უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკური სუბიექტები გაინაწილებენ, ესენია: “გირჩი“, “ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“ და “ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“.

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა არაუგვიანეს 20 დეკემბრისა უნდა გაიმართოს. მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტური არჩევნებიდან მესამე შაბათს ანუ 21 ნოემბერს უნდა ჩატარდეს.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში