ნიკა მელიამ ელექტროსამაჯური მოიხსნა და გადააგდო

01 ნოემბერი 2020, 18:04 1087 ნახვა

ნიკა მელიამ ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს ხალხში გადააგდო. ​

''მე უბრალოდ აღარ ვაპირებ ამ სამაჯურის ტარებას. ეს არის უსამართლობის სიმბოლო, ეს არის ძალადობრივი სამაჯური, რომელსაც მე აღარ შევიბამ, გამორიცხულია.

ზუსტად ვიცი ვიჯდები მე ციხეში, ვიქნები თქვენთან ერთად იმ ბრძოლაში , რომელშიც უახლოეს დღეებში ჩვენი ერი გაიმარჯვებს. ვეღარ მოვთხოვ დედაჩემს, ჩემი ოჯახის წევრს, მეგობრებს, მოდი ვიბრძოლოთ მაშინ, როდესაც მე თვითონ ვარ სამაჯურშებმული.

ამიტომ ნახვამდის სამაჯურო, ბედნიერება ამ თავგადასავალში. გადავაგდებ ვინ დაიჭერს, ჩემი ბედი არ გეწიოთ'' - თქვა ნიკა მელიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი