ანიმაციური ფილმების მე-8 საერთაშორისო ფესტივალ “თოფუზის” გამარჯვებული დღეს გახდება ცნობილი. საფესტივალო პროგრამაში 33 ქვეყნის 130 ფილმია წარმოდგენილი. გამარჯვებული სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდება. დასკვნითი ღონისძიება საღამოს 8 საათზე, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში ბავშვების მიერ შექმნილი ქართული და უცხოური ანიმაციური ფილმების ჩვენება რეგიონის მუნიციპალიტეტებში გაიმართა.