ქობულეთში 69 საარჩევნო უბანი და 4 სპეცუბანია გახსნილი

30 ოქტომბერი 2020, 14:19 1186 ნახვა

ქობულეთის 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ინვენტარის და საარჩევნო ბიულეტენების გაცემის პროცესი დაიწყო. 69-საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარეებს დღის განმავლობაში გადაეცემათ ოქმები, სპეციალური ინვენტარი.  ქობულეთში 4 სპეცუბანი იმუშავებს. 

ქობულეთის, 29-ე მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებულია, 70 ათას 844- ამომრჩეველი, აქედან გადასატან ყუთზე 1750-პირი აძლევს ხმას. სპეც უბნებზე  318- ამომრჩეველია რეგისტრირებული, სადაც 11-გადასატანი ყუთია.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი