ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1 696 შემთხვევიდან 381 აჭარაში დაფიქსირდა - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა. ნათია მეზვრიშვილის თქმით, რეგიონში COVID-19-ით კიდევ 5 ადამიანი გარდაიცვალა.
აჭარაში გამოჯანმრთელდა 258 კოვიდ დადებითი პაციენტი.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო გარდაცვლილებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
1. 70 წლის ქალი რესპუბლიკურ საავადმყოფოში შევიდა: 06:10:2020, გარდაიცვალა:29:10:2020 დიაგნოზი/თანმხლები: კოვიდ19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი ინსულინდამოკიდებული, თირკმლის უკმარისობა,არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი წონა.
2. მედცენტრი 76 წლის კაცი, შემოვიდა 23.10.2020 14.53, გარდაიცვალა 30.10.2020 00:30 დიაგნოზი/თანმხლები: კოვიდ 19,ორმხრივი პნევმონია,სუნთქვის მწვავე უკმარისობა,მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს სინდრომი,შოკი დაუზუსტებელი ,ღვიძლის მწვავე უკმარისობა. არტერიული ჰიპერტენზია,ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი ,გულის ქრ.უკმარისობა
3. ბათუმის სამედიცინო ცენტრი 70 წლის ქალი, შემოვიდა 21.10.2020, გარდაიცვალა 30.10.2020 დიაგნოზი/თანმხლები: კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია,სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ესენციური ჰიპერტენზია,სიმსუქნე, არტერიული ჰიპერტენიზა.
4. ბათუმის სამედიცინო ცენტრი 69 წლის კაცი, შემოვიდა 23.10.2020, გარდაიცვალა 29.10.2020 დიაგნოზი/თანმხლები: კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ქვედა კიდურების არტერია, თრომბოზი, ც-ჰეპატიტი,არტერიული ჰიპერტენზია.
5. მედცენტრი 62 წლის ქალი, შემოვიდა 27.10.2020, გარდაიცვალა 29.10.2020 დიაგნოზი/თანმხლები: კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია.