აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ჟურნალისტებმა გუშინ დიდაჭარაში მომხდარ ინციდენტზე ჰკითხეს. თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ 4 - 5 ''ჟულიკი'' გადაადგილებას ვერ შეუზღუდავს.
მთავრობის თავმჯდომარემ კომენტარისას ასევე განაცხადა, რომ განსაკუთრებულ სიამოვნებას იღებს, როცა ''ნაცკლასტერი კაკანებს''.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, ის გუშინ მოქალაქეებს ესაუბრა და შედეგი ორ დღეში არჩევნებზე გამოჩნდება.
''ნაციონალური მოძრაობის'' ანგაჟირებული 4 - 5 ჟულიკი გადაადგილებას ვერ შემიზღუდავს. მე, როგორც დიდაჭარა, ასევე მთლიანად მაღალმთინია აჭარა, ხულო მოვიარე, თავიდან დავიწყე და გოდერძის უღელტეხილზე დავასრულე.
რაც შეეხება, ზოგადად ამ პროცესს,ჩვენ მოლოდინი გვქონდა, როცა პოლიტიკურ ძალას არა აქვს პასუხიმგებლობა, არც პოლიტიკური და არც მორალური მათ შორის და როცა იციან, რომ ეს არის წაგებული ბრძოლა,რა თქმა უნდა, ამ გამოხტომებით შეეცდებიან ისინი პოლიტიკური პროცესი და საარჩევნო გარემო დააზიანონ, თუმცა მე განსაკუთრებულ სიამოვნებას ვიღებ როცა ნაცკლასტერი კაკანებს.
ჩვენს ყველა გადადგმულ ნაბიჯზე მათი პროვოკაციების არ გვეშინია, პირიქით ძალიან შემართებით ვართ და ორ დღეში ვიზეიმებთ დიდ გამარჯვებას.
ნაც. მოძრაობას პარტიული ნომერი რაც აქვთ, დაახლოებით 5 ანგაჟირებული ადამიანი, კონკრეტული კრიმინალური წარსულით ცდილობდა იქ ხელი შეეშალა, მაგრამ ისინი ვერასდროს შეძლებენ ხელი შემიშალონ ვერც მე და ვერც ჩემს თანაგუნდელებს გავაკეთოთ ის საქმე რაც ჩვენი მოვალეობაა.
დიდაჭარაში შევხვდი ჩვეულებრივ რიგით ადამიანებს და თქვენ ნახავთ ორ დღეში როგორი იქნება საარჩევნო შედეგი'' - უთხრა ჟურნალისტებს თორნიკე რიჟვაძემ.