ხელვაჩაურში სახლის გაქურდვის საქმეზე სამი ადამიანი დააკავეს

26 ოქტომბერი 2020, 17:39 2932 ნახვა

ხელვაჩაურში ქურდობის ფაქტზე სამი ბრალდებული დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ ფარულად შეაღწიეს ხელვაჩაურში ერთ-ერთ სახლში და მოიპარეს სამკაულები, მაჯის საათი, საფულე და ცეცხლგამძლე სეიფის გასაღები.

სახლის პატრონს კი სახის არეში დაზიანება მიაყენეს და ნაქურდალი ნივთებით შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4- დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი