ქობულეთში ყოფილი სტატისტიკის შენობაში შესახლებულების მორიგი საპროტესტო აქცია, ისევ ქობულეთის მერიის შენობაში. ამბობენ, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტებმა ფართების ნახაზები შეადგინეს , შეაფასეს კვადრატული მეტრი ფართობის ღირებულება, მას შემდეგ კი უკვე 10 დღეა პასუხს ელოდებიან.
თვითნებურად შესახლებულები აცხადებენ, რომ არჩევნებამდე საკითხს სპეციალურად აჭიანურებენ. აქციის მონაწილეებს ქობულეთის მერის მოადგილე შეხვდა. ადგილზე მივიდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ბონდო თედორაძეც.
ირკვევა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა თვითმმართველობას უკვე გადაეცა, შეფასებულია ქონების ღირებულებაც, დეტალებს კი როგორც მერიაში გვითხრეს, 16 საათზე დაგეგმილ შეხვედრაზე გააცნობენ თვითნებურად შესახლებულებს.