ოპოზიცია ემზადება პროვოკაციისთვის - ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერი 2020, 12:23 1233 ნახვა

''ქართული ოცნების'' აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, არჩევნების წინა დღეებში იგეგმება ''ფეიკ ნიუსებისა'' და ვიდეოების გამოქვეყნება, რომელსაც რადიკალურად განწყობილი ოპოზიცია სპეციალური პროგრამების გამოყენებით ამზადებს. 

ირაკლი კობახიძის თქმით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად იზრდება პროვოკაციების რისკი და მოიმატებს სიცრუის ტირაჟირების ინტენსივობაც.

''მათ შორის ეს ხდება რუსული რესურსის გამოყენებით, რისი მომსწრეც ჩვენ გავხდით გუშინ ''ნაციონალური მოძრაობის'' კუთვნილ ერთ-ერთ ტელეარხზე. 

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პოლიტიკურ სუბიექტებს თავი შეიკავონ ამგვარი ქმედებებისგან, რომელიც შეიძლება უარყოფითად აისახოს საარჩევნო გარემოზე. ჩვენი  პარტიის წევრებს, აქტივისტებსა და მხარდამჭერებს მოვუწოდებთ  გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება, რათა არავის  მიეცეს საარჩევნო გარემოსთვის ჩრდილის მიყენების  შესაძლებლობა. 

ამომრჩევლებს ვთხოვთ, მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ ტელევიზიებითა თუ სოციალური ქსელებით გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას, რათა არ მოექცნენ დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ.

გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამზადებენ მასალებს, ისეთი პროგრამების გამოყენებით როგორიცაა მაგალითად Deepfake. ასეთი პროგრამის გამოყენებით ადამიანის ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც არის შესაძლებელი. ამგვარი  მასალები სოცქსელებში შეიძლება განთავსდეს არჩევნების წინა დღეს, ან არჩევნების დღეს, რასაც მოქალაქეები დიდი ყურადღებით უნდა მოეკიდონ'' - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი