ბანკზე თავდამსხმელის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია

26 ოქტომბერი 2020, 11:50 929 ნახვა

გვიან ღამით დასრულდა შინაგან საქმეთა მინისტრის  შეხვედრა სამართალდამცვეელბთან  ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში, ზუგდიდის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. თუმცა მინისტრმა ზუგდიდი გვიან ღამით მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვა. 

ვახტანგ გომელაური პოლიციის შენობაში მოადგილესთან და კრიმინალური დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად მივიდა. ადგილზე მათ სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელი ავთანდილ გალდავა დახვდა, რომელიც საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის მძევალიც იყო. გალდავა უშუალოდ სამძებრო სამუშაოებშია ჩართული. პოლიციის შენობაში დამატებითი საპოლიციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა.  იქ იმყოფებოდნენ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი გიორგი გამსახურდია, რომელიც პოლონეთის პოლიციის ატაშეა.

დღის განმავლობაში შსს-მ განცხადება გაავრცელა,  რომელშიც  ეწერა, რომ თავდამსხმელის ვინაობა იდენტიფიცირებულია.  თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი  აცხადებს რომ   მედიაში  დასახელებული პიროვნება არ ირიცხება თავდაცვის ძალებში. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი