აჭარაში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა დადასტურდა

26 ოქტომბერი 2020, 11:26 953 ნახვა

აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ახალი შემთხვევების შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე რამდენიმე წუთის წინ განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა.

აჭარის საავადმყოფოებში მკურნალობის კურსს გადის 657 პირი. რეგიონში 80 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 23 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

რეგიონში 1216 პირი კოვიდ სასტუმროშია განთავსებული.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გარდაცვლილებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა. 

1) 68 წლის კაცი. კლინიკაში შევიდა: 14.10.20, გარდაიცვალა: 26.10.2020

დიაგნოზი: კოვიდ 19, პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, გადატავილი ინფქატი და ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი, კიდურების ათეროსკლეროზი, თირკმლის ქრონიკ. უკმარისობა.

2) 86 წლის ქალი, შემოსვლა 21.10.2020 გარდაცვალება 25.10.2020 დიაგნოზი: ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს-სინდრომი, შაქრიანი დიაბეტი, გადატანილი იშემიური ინსულტი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი