ქობულეთში ბულვარის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, სანაპირო ზოლზე სრულად მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაცია, დაიგება დეკორატიული ფილები და გაშენდება მწვანე ზოლი. გარე განათების სისტემა უკვე მონტაჟდება.
სამუშაოების მეორე ეტაპი მომავალი წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს.