აჭარაში ბოლო წლებში შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტები გახშირდა -აცხადებენ აჭარის პროფკავშირების გაერთიანებაში. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სამართლებრივი დავების დროს საქმეების ძირითადი ნაწილი წარმატებით დასრულდა.
დასაქმებულები სამუშაოზე დააბრუნეს და კომპენსაციაც მიიღეს. გაერთიანების მე-19 ყრილობაზე ისაუბრეს კონკრეტულ ქეისებზეც. მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია სოციალური დიალოგების წარმოება და კოლექტიური ხელშეკრულებების გაფორმება.