"არ წახვიდეთ სამსახურში, სკოლაში, მაღაზიასა თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. არ ისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით"-ეს არის COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვის რეკომენდაციებს აუცილებლად გასათვალისწინებელი.
პროტოკოლი მთავრობამ შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც კოვიდინფიცირებულმა დროის უდიდესი ნაწილი უნდა გაატაროს იზოლირებულად, ოჯახის წევრისგან უშუალო კონტაქტის გარეშე. კოვიდინფიცირებული საკუთარ სიმპტომებს ყურადღებით დააკვირდეს და ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილების შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეს ოჯახის ექიმს ან 112-ს.
ასევე ახალი პროტოკოლის თანახმად სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებზე მომუშავე პერსონალს კორონავირუსზე ტესტირება 72 საათში ერთხელ ჩაუტარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევაში ისინი თვითიზოლაციაში არ გადავლენ და სამ დღეში ერთხელ გამოკვლევას ჩაიტარებენ.