დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, აუცილებელია, რომ თითოეულმა ადამიანმა იცოდეს ვინ არის თავისი ოჯახის ექიმი, რომ სწრაფად როგორც კი ეწყება ეს სიმპტომები დაუკავშირდეს მას და იმოქმედოს მისი დარიგების მიხედვით.
"შეიძლება და აუცილებელია მეორე გზაც 112-თან დაკავშირება და ეს ჯაჭვი უკვე მათი დახმარებით აეწყობა. თუმცა დღეს ჩემი მთავარი სლოგანია, რადგან მთავარი დატვირთვა ამ დაავადების მართვის გადადის პირველადი ჯანდაცვის ექიმებზე, არის ის რომ თითოეულმა ადამიანმა იცოდეს ვინ არის მისი ოჯახის ექიმი. მისი ტელეფონის ნომერი.
მეორე სლოგანია, რომ 3 ცხელ წერტილში თბილისში, ქუთაისსა და აჭარაში პირბადის ტარება აუცილებელია როგორც ღია ისე დახურულ სივრცეებში, რადგან ვირუსი აქ ცირკულირებს.
მივეჩვიოთ პირბადის ისე ტარებას, როგორც თითოეულ ჩვენთაგანს ცხვირსახოცი უდევს ჯიბეში. ეს კიდევ სულ მცირე, წელიწადი, წელიწადნახევარი დაგვჭირდება."-განაცხადა ამირან გამყრელიძემ