ძარცვაში ბრალდებული არ დაუკავებიათ

23 ოქტომბერი 2020, 11:38 1319 ნახვა

ამ დრომდე ეძებენ ქობულეთში ინკასატორის ძარცვაში ეჭვმიტანილს. შემთხვევა გუშინ აღმაშენებლის გამზირზე საქართველოს ბანკის შენობის წინ მოხდა. უცნობი პირი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ინკასატორს თავს იმ დროს დაესხა, როცა იგი ბანკის მიმართულებით დაახლოებით 60 ათასი ლარით  გადაადგილდებოდა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი