“ლელო საქართველოსთვის” ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა

22 ოქტომბერი 2020, 18:34 1420 ნახვა

ლელო საქართველოსთვის ქობულეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. საქართველოს პარლამენტის მანდატისთვის პაატა ცივაძე, აჭარის უმაღლეს საბჭოს წევრობისთვის ზურაბ გოლიაძე იბრძოლებენ.

კანდიდატები მხარდამჭერებს პოლიტიკური გაერთიანების ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ წარუდგინა.

პარტიის ინფორმაციით, პაატა ცივაძეს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება აქვს, ზურაბ გოლიაძეს კი წლების განმავლობაში ქობულეთის საარჩევნო კომისიაში მუშაობდა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი