დმანისში „ქართული ოცნების“ ოფისთან მომხდარი თავდასხმის შედეგად, ოთხი ადამიანია დაჭრილი, მათ შორის ერთი შტაბის წევრია.
ოთხივე დაზარალებული, ამ დროისთვის, საავადმყოფოშია მოთავსებული და მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და 236-ე - იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით დაიწყო.