გურიის გუბერნატორს, ზურაბ ნასარაიას კორონავირუსი დაუდასტურდა. გუბერნატორი მკურნალობის კურსს სახლში გადის. ინფიცირების წყაროს დასადგენად ეპიდემიოლოგები ამ დრომდე მუშაობენ.
რაც შეეხება კონტაქტებს, ზურაბ ნასარაიას სამსახურებრივი კონტაქტები გამოკვლეულია. 5 თანამშრომელი იმყოფება თვითიზოლაციაში, მისი მოადგილეების ტესტის პასუხი ამ ეტაპზე უარყოფითია.
გასული 24 საათის განმავლობაში გურიაში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.