საქართველოში კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა დადასტურდა

21 ოქტომბერი 2020, 10:56 1498 ნახვა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის  1351 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისი-445, აჭარა-369, იმერეთი-295, ქვემო ქართლი-76, სამეგრელო-ზემო სვანეთი-66, მცხეთა-მთიანეთი-23, შიდა ქართლი-23, კახეთი-20, სამცხე ჯავახეთი -18, გურია-15, რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-1.

გარდაიცვალა 14 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 337.  ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებ. გვერდზე  stopcov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

განახლებული სტატისტიკით, კარანტინის რეჟიმშია - 4462, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3071, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1772.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი