ეპიდსიტუციის მართვა-პოლიტიკური შეფასებები

19 ოქტომბერი 2020, 14:49 251 ნახვა

პრემიერმინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე კატეგორიულად უარყო რომ ჯანდაცვის სისტემა ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას ვერ უმკლავდება. გახარიას განცხადებით, ექსპერტები და ოპოზიციის წარმომადგენლები ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას და სურთ საზოგადოებაში პანიკის დათესვა. გახარია აღიარებს რომ გარკვეული ხარვეზები არსებობს, თუმცა ეს არ არის სისტემური. მისი თქმით, მკაცრი შეზღუდვების დაწესება ამ ეტაპზე არ იგეგემება. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ხელისუფლება ვირუსს ვერ მართავს და მთელი ქვეყნის მასშტაბით ურთულესი მდგომარეობაა როგორ მედპერსონალის ნაკლებობის ასევე მათი მოუმზადებლობის კუთხით.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში