აჭარაში ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 70 წლის ქალი კლინიკა ''მედინაში'' მკურნალობდა.
უწყების ცნობით, პაციენტს სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულმკერდის აორტის ანევრიზმა და დისექცია ჰქონდა.
პაციენტი კლინიკაში გუშინ შეიყვანეს და გვიან ღამით გარდაიცვალა.
''მედინა'' კოვიდ მიმღებ კლინიკებს შორის არ არის.