აჭარაში დღიდან ციტრუსის სარეალიზაციო შტაბი ამოქმედდა. შტაბის მიზანი ფერმერებისთვის ექსპორტიორი კომპანიებისა და მანდარინის მიმღები საწარმოებისთვის დახმარების გაწევაა. ფერმერებს არასტანდარტული და სტანდარტული მანდარინის რეალიზაციაში შტაბთან არსებული სპეციალისტთა ჯგუფი დაეხმარება. მათ, ექსპორტიორებსა და ასევე ციტრუსის მიმღები საწარმოების წარმომადგენლებს დღეს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი შეხვდა და რეგიონში ოქროს რთველთან დაკავშირებულ მიმდინარე საკითხებზე ესაუბრა.
მათ შორის სარეალიზაციო ბაზრებზე, გიორგი სურმანიძის განცხადებით არსებულთან ტრადიციულ ბაზრებთან ერთად ქართული მანდარინი შუა აზიისა და ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში გავა. რაც შეეხება არასტანდარტულ ციტრუსს როგორც გასულ წლებში მთავრობა არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირებას წელსაც მოახდენს ფერმერებს ათ თეთრს ბიუჯეტიდან გამოუყოფენ ათს კი მიმღები საწარმოები გადაუხდიან. პირველი მანდარინი აგროსერვისცენტრის სადემონსტრაციო ნაკვეთში დაკრიფეს.