საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 11 პაციენტი. განიკურნა 246. 887 ახალი შემთხვევიდან 342 ჩვენს რეგიონზე მოდის. კოვიდ 19-მა ბოლო დღე ღამეში აჭარაში 2 პაციენტი იმსხვერპლა.41 წლის ქალზე კი, რომელიც გუშინ კოვიდ კარანტინში გარდაიცვალა მედიკოსებმა კიდევ ერთხელ გააკეთეს განმარტება განაცხადეს რომ მასზე მეთვალყურეობას სამედიცინო პერსონალი ახორციელებდა.