ბათუმის სათნოების სავანის კიდევ 22 ბენეფიციარი კორონავირუსისგან განიკურნა

13 ოქტომბერი 2020, 14:26 1448 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, COVID-19 ბათუმის სათნოების სავანის კიდევ 22-მა ბენეფიციარმა დაამარცხა. მოხუცთა სახლის უკვე გამოჯანმრთელებული ბინადრები მკურნალობის კურსს სამედიცინო დაწესებულებებსა და კოვიდ სასტუმროებში გადიოდნენ. ყველა მათგანი უკვე დაუბრუნდა თავშესაფარს.

ინფიცირებულთა შორის ყველაზე ხანდაზმული 73 წლის კაცია. ჯამში კორონავირუსი მოხუცთა თავშესაფრის 33-მა ბენეფიციარმა დაამარცხა. ამჟამად კლინიკებსა და კოვიდ სასტუმროებში მკურნალობის კურსს სავანის 15 ბენეფიციარი გადის. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

დაწესებულებაში პერიოდულად ტარდება ბენეფიციართა PCR ტესტირება და ამ ეტაპზე თავშესაფარში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი