აზერბაიჯანის საელჩოს განცხადება

12 ოქტომბერი 2020, 15:00 1062 ნახვა

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ოფიციალური განცხადებით, სომხეთის შეიარაღებულ ძალები არღვევენ იმ შეთანხმებას, რომელიც დაიდო საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ოფიციალური აზერბაიჯანის ინფორმაციით, შეტევა განხორციელდა აღდამსა და ტერტერზე. 11ოქტომბერს შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოყარეს ბალისტიკური რაკეტები, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა 34 კი დაშავდა მათ შორის ქალები და ბავშვები. რაკეტები დაეცა არა სამხედრო, არამედ საცხოვრებელ ტერიტორიას. საელჩოს თქმით, სომხეთი  განაგრძნობს აგრესიულ პოლიტიკას აზერბაიჯანის წინააღმდეგ, რითაც არღვევს საერთაშოროსო სამართალს  და შორს არის ჰუმანიზმის პრინციპებისგან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში