მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა საპარლამენტო ფრაქციების ფორმატში გრძელდება.მთავრობის მიერ წარდგენილ ბიუჯეტის პროექტზე დღეს ოპოზიციურ ფრაქციებშიც იმსჯელებენ. ფინანსურ დოკუმენტს ოპოზიციონერ დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე წარუდგენს.2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაგეგმილია 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე. წარდგენილი პროექტის მიხედვით, ჯამურად, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, 17 მლრდ 71 მლნ ლარს შეადგენს, რაც დაახლოებით 1 მილიარდ 150 მლნ ლარით მეტია მიმდინარე წლის დაზუსტებულ გეგმასთან მიმართებაში. რამდენიმე უწყებისგან განსხვავებით, დაფინანსება არ ეზრდება ჯანდაცვის სამინისტროს, რაც ოპოზიციის უკმაყოფილებას იწვევს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნაწილში გათვალისწინებულია 2 მლრდ 421 მლნ ლარი; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის - 1 მლრდ 738 მლნ ლარი; რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებას, წელს შეადგენს 156 მლნ ლარს და იმავე მოცულობის თანხა შენარჩუნებულია მომდევნო წელსაც.