ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში 47%-ით „ქართული ოცნების“ კანდიდატი, რესან კონცელიძე ლიდერობს - Survation-ის კვლევა

09 ოქტომბერი 2020, 21:56 3053 ნახვა

ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა გამოაქვეყნა.

ამჯერად კვლევებმა კიდევ 6 მაჟორიტარული ოლქი მოიცვა: ბათუმის, ხაშური-ქარელის, ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის, სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის, წალენჯიხა-ჩხოროწყუ-მარტვილი-აბაშის და ამბროლაური-ონი-ცაგერი-ლენტეხი-მესტიის ოლქები.

ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში ხმები ასე გადანაწილდა - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას მასში?

თითქმის დარწმუნებულია, რომ მიიღებს მონაწილეობა - 84%, ალბათ მიღებს მონაწილეობას -7%, 50-50- 7% და არ მიიღებს მონაწილეობას -2%.

ამავე ოლქში - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? ბათუმის მაჟორიტარული ოლქი, სწორედ აქ არის მეორე ტურის ალბათობა:

  • რესან კონცელიძე (ქართული ოცნება) - 47%
  • ლევან ვარშალომიძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია) - 39%
  • მარიამ ჯაში (ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი)- 4%
  • ზაურ გაბაიძე (პატრიოტთა ალიანსი ) - 3%
  • ირაკლი კუპრაძე (ლელო) - 3%
  • არმაზ ახვლედიანი (ევროპული საქართველო ) - 1%
  • რომან ჯიქია (თავისუფალი საქართველო) - 1%
  • სხვა მაჟორიტარობის კანდიდატი-2%

ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?

  • ქართული ოცნება - 51%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 31%
  • გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი- 5%
  • ლელო - 4%
  • პატრიოტთა ალიანსი -3%
  • ლეიბორისტული პარტია -2%
  • გირჩი - 2%
  • ევროპული საქართველო - 1%
  • თავისუფალი დემოკრატები -1%

საველე სამუშაოები 2020 წლის 16-29 სექტემბერს ჩატარდა და რესპონდენტები შეირჩნენ ასაკის, სქესის, გეოგრაფიის მიხედვით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი