საქართველოში კორონავირუსით კიდევ ექვსი პაციენტი გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 72-ს შეადგენს.
"გასული 24 საათის განმავლობაშ კორონავირუსით 6 პაციენტი გარდაიცვალა, აქედან: 1 გარდაიცვალა გორში 58 წლის თანმხლები დაავადებებით, ბათუმში გარდაიცვალა 68 წლის მამაკაცი ისიც თანმხლები დაავადებებით, ქობულეთში გარდაიცვალა 2 პაციენტი გარდაიცვალა 55 და 61 წლის ქალი და ქუთაისში 81 წლის ქალ. ყველა მათგანს ჰქონდა მძიმე თანმხლები დაავადებები და ორმხრივი, მძიმე პნევმონია" - განაცხადა მარინა ენდელაძემ.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.