დღეს, 8 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
სამივე ადამიანი ბათუმში მკურნალობდა.
საქართველოში კორონავირისის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 10225-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელებული - 5553 მოქალაქე.