დღეს, 7 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულტა მაჩვენებელი 9753-მდე გაიზარდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
მათ შორის გამოჯანმრთელებულია 4887 მოქალაქე. გარდაცვლილია 58 ადამიანი.
„სასიამოვნოა, რომ აჭარაში შედარებით შემცირდა ახალი შემთხვევების რაოდენობა, დადასტურებულების 51 პროცენტია, რაც შეესაბამება 259 შენთხვევას, იმატებს თბილისში, სადაც 22 პროცენტია, 111 პაციენტი, იმერეთში – 91 შემთხვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 25, გურიაში – რვა, ქვემო ქართლსა და მცხეთა მთიანეთში -5-5, შიდა ქართლსა და კახეთში -ორი“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5655 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 836 ადამინი რჩება.
კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს.