მორიგი აქცია გამართა ფიჭვნარში მცხოვრებლებმა მოსახლეობამ ქობულეთის მერიასთან და ქართული ოცნების ოფისთან. ისინი ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე, წლების წინ მათ მიერ თვითნებურად დაკავებული მიწებზე კომპენსაციების გაცემას ითხოვენ. ტერიტორიაზე, კომპანია „გრინ რეზორთი“ მწვანე ქალაქის მშენებლობის პროექტს ახორციელებს.
ტერიტორიაზე სამუშაოები რამდენიმე დღეა შეჩერებულია. შეკრებილებს ქობულეთის მერის მოადგილეები შეხვდნენ. ლევან ზოიძე აცხადებს, რომ ამ საკითხზე მუშაობა დაწყებულია, ინვესტორთან ჰქონდათ კომუნიკაცია.