გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში 3 კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილია 68 და 84 წლის მამაკაცი და 64 წლის ქალი.
"გარდაიცვალა 3 პაციენტი. 68 წლის კაცი, დიაგნოზი: COVID -19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
64 წლის ქალი, დიაგნოზი: COVID -19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. თანმხლები დაავადება ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი. ჭარბწონიანი.
84 წლის კაცი, დიაგნოზი: COVID -19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. გადატანილი ჰქონდა ინსულტი"-აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროში.
აჭარაში მკურნალობას გადის: Covid კლინიკებში - 470 პაციენტი, 19 არასრულწლივანი, 20 ორსული. - რეანიმაციაში მოთავსებულია - 24 პაციენტი. თავისუფალი საწოლები-58.