ათობით დაზარალებული ოჯახი სტიქიის ზონაში

03 ოქტომბერი 2020, 15:12 2560 ნახვა

მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემა შეუქმნა ახალშენში მეცხრე ქუჩაზე მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს. ძლიერი წვიმის შედეგად დაიმეწყრა ფერდობი, რომელიც ერთ-ერთ ოჯახთან დამაკავშირებელ სავალ გზაზე ჩამოწვა და მოიყოლა ავტო-ფარეხიც. 

ადგილობრივები შიშობენ რომ უამინდობის დროს შესაძლოა მეწყერული პროცესები ისევ განმეორდეს. მოქალაქეებმა დახმარების თხოვნით ხელვაჩაურის მერიას მიმართეს, მერიაში სატელეფონო საუბარში გვითხრეს, რომ შემთხვევას გეოლოგები შეისწავლიან, რის შემდეგაც ფერდსამაგრი სამუშაოები ჩატარდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში