ბუნებრივი აირი აბონენტების ნაწილს ისევ არ მიეწოდება

03 ოქტომბერი 2020, 12:18 1157 ნახვა

სტიქიის   შედეგად  ხელვაჩაურში გაზსადენის დაზიანების გამო აბონენტების ნაწილს გაზი ამ დრომდე არ მიეწოდება. დაზიანებები დაფიქსირდა ბათუმისა და ხელვაჩაურის სხვადასხვა ტერიტორიაზე. ‘’სოკარ ჯორჯია გაზის’’ ინფორმაციით უახლოეს  საათებში ბუნებრივი გაზის მიწოდება  200 აბონენტს აღუდგება.

დარჩენილ 50 აბონენტს კი ბუნებრივი აირი  სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მიეწოდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი