ენმ-ის წევრებმა ქობულეთის ოლქს საჩივრით მიმართეს

01 ოქტომბერი 2020, 11:05 1229 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა ქობულეთის, 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან აქცია გამართეს და ოლქს საჩივრით მიმართეს.  მათი თქმით, ოლქში დისკრიმინაციული გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან   არც ერთ საარჩევნო უბანზე  თავმჯდომარის, მოადგილის  და მდივნის პოზიციებზე  ოპოზიციური კანდიდატი არ აურჩევიათ.

81-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ნაციონალური მოძრაობის აქციას და განცხადებას პროვოკაციული უწოდეს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი