პარლამენტმა მუშაობა დაასრულა

30 სექტემბერი 2020, 20:04 1336 ნახვა

არაერთი მნიშვნელოვანი კანონი და 4 წელში 2 თავმჯდომარე, ასეთი იყო მე-9 მოწვევის პარლამენტის მუშაობა. დღეს, დეპუტატებმა ამ შემადგენლობით ბოლო პლენარული სხდომა გამართეს.

პარლამენტმა 2017 წელს "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული ახალი კონსტიტუცია მიიღო, რომელიც 2020 წლის არჩევნების შემდეგ, მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს. ე.წ. „გავრილოვის ღამის“ შემდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლების ფონზე, არჩევნების მთლიანად პროპორციული სისტემით ჩასატარებლად შესაბამისი ცვლილებები მომზადდა, თუმცა, კენჭისყრის დროს საკმარისი ხმები ვერ მოგროვდა, რომლის შემდეგ შემდეგ „ქართული ოცნების“ უმრავლესობა დეპუტატების ნაწილმა დატოვა.

მე-9 მოწვევის პარლამენტში იყო 5 ფრაქცია და ამ პერიოდში ქვეყანამ 3 პრემიერი გამოიცვალა. თავად დეპუტატების მხრიდან 4 წლიანი მუშაობის შეფასებისას, მოსაზრებები განსხვავებულია.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი