აჭარაში ერთ დღეში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა

30 სექტემბერი 2020, 15:58 1149 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით დღეს სამი პაციენტი გარდაიცვალა. ორი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.    საქართველოში კორონავირუსის შემთხვევებმა ახალ პიკს მიაღწია, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 326 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი კი 6 192-მდე გაიზარდა. ქვეყანაში არსებული ახალი მონაცემების მსგავსად პიკს მიაღწია ინფიცირებულთა რაოდენობამ აჭარაშიც - რეგიონში კოვიდ 19-ის კიდევ 235 შემთხვევა გამოვლინდა. აქვე გეტყვით, საქართველოში კორონავირუსისგან 796 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი