უფასო ტესტირება ცხელების ცენტრების გარდა ერთ პოლიკლინიკაში ტარდება

29 სექტემბერი 2020, 12:14 2527 ნახვა

ბათუმში უფასო ტესტირება ცხელების ცენტრების გარდა, დღეს მხოლოდ ერთ პოლიკლინიკაშია შესაძლებელი. 

პირველ პოლიკლინიკასთან დილიდან რიგებია. ათობით მოქალაქე კორონავირუსზე კვლევის ჩასატარებლად მივიდა. ისინი ამბობენ, რომ ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირები არიან. 

გუშინ ტესტირება ორ ლოკაციაზე ტარდებოდა. დღეს კი ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლებმა მოქალქეებს უთხრეს, რომ კლინიკაში უფასო პისიარ ტესტირება აღარ მიმდინარეობდა. 

პირველ პოლიკლინიკაში მოქალაქეებს მხოლოდ სამი საათის განმავლობაში მოემსახურებიან. სპეციალისტთა ორი ბრიგადა 11-დან 14:00 საათამდე მუშაობს. 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ ინფიცირების შემთხვევები ძირითადად კონტაქტირებულ პირებში ვლინდება და ისინი მიზნობრივად იტესტებიან. მათ შორის ნაწილს ბინაზეც აკითხავენ. ნონა ეფაძის თქმით, ერთი პოლიკლინიკა და დამატებით ცხელების ცენტრები ამ ნაკადს გასწვდება. 

''მიზნობრივი ტესტირება გრძელდება. ძირითადი აქცენტი კეთდება გამოვლენილი შემთხვევების ახლო კონტაქტებზე. ​ტეტსირებისათვის მიმართვა მხოლოდ პირველ პოლიკლინიკაშია შესაძლებელი. აქაც განსაზღვრული მიზნობრივი ჯგუფი, ცხელებიანი ადამიანები ან ან ის მოქალაქეები, რომლებიც განისაზღვრა, როგორც  რის ჯგუფი. მუშაობს ცხელი ხაზი და ონლაინ კლინიკა. პაციენტების გადამისამართება ხდება სიმძიმის მიხედვით, ხდება გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში ან ბინაზე მართვა

ტესტირება არ არის შემცირებული, უბრალოდ ამით ხაზია გასმული ტესტირების მიზნობრიობაზე. იმ პირებს, რომლებსაც უბრალოდ უნდათ ჩაიტარონ კვლევა, ეს არ არის მიზნობრივი. პირველ პოლიკლინიკასთან ერთად ცხელების კლინიკებიც ღებულობენ ასეთ პაციენტებს'' - განაცხადა ნონა ეფაძემ. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ PCR ტესტირები ასევე ტარდება ცხელების ცენტრებში, სტაციონარებში, სასაზღვრო პუნქტებზე და კარანტინებში.

 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი