დაპირისპირება სომხეთ- აზერბაიჯანის საზღვარზე

27 სექტემბერი 2020, 12:03 814 ნახვა

სომხეთის შეიარაღებული ძალები განაგრძობს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების ინტენსიურ დაცხრილვას ყარაბაღში. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ხიკმეთ გაჯიევმა განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს ინფორმაცია გარდაცვლილთა და დაჭრილების შესახებ როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო პირებს შორის. მისივე ცნობით, სერიოზული ზარალი მიადგა საცხოვრებელ სახლებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი