შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით ისაუბრეს, განიხილეს ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ინციდენტები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახალხო დამცველის მხრიდან გამოითქვა აქტიური თანამშრომლობის მზაობა რადგან მოხდეს ინფორმაციის გაზიარება და მყისიერი რეაგირება საარჩევნო პერიოდში არსებულ შესაძლო დარღვევებზე.