უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენკსი უკრაინაში მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზების დასადგენად სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას მოითხოვს.გუშინ სამხედრო თვითმფრინავმა ხარკოვის რეგიონში, კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი 27 მგზავრიდან 26 გარდაიცვალა. აქედან 25 - შემთხვევის ადგილზე, ერთი კი დღეს საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში დაიღუპა.
ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება ერთი კურსანტი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ბორტზე საჰაერო ძალების უნივერსიტეტის კურსანტები და თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ. ზელენსკი ჩავიდა ხარკოვის რეგიონში და სიტუაციას ადგილზე გაეცნო 26 სექტემბერი კი უკრაინაში გლოვის დღედ გამოაცხადა. სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი გამოეხმაურნენ, სალომე ზურაბიშვილმა და გიორგი გახარიამ გარდაცვლილის ოჯახებს მიუსამძიმრეს.