ლეიბორისტული პარტიის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე 10 მაჟორიტარი კანდიდატის ვინაობა ცნობილია. ისინი დღეს საზოგადოებას პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა წარუდგინა. ღონისძიება მეტეხის ეკლესიის ეზოში გაიმართა.
"ლეიბორისტული პარტიიდან" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ბათუმის ოლქში დასახელდა ტარიელ კალანდარიშვილი, ხოლო რეგიონში პარტიის" სიის სათავეში იქნება ზურაბ ლომია. ნათელაშვილი ამბობს, რომ მზადაა იყოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი თუ ეს ხალხის ნება იქნება.