კიბერშეტევა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ვებ-გვერდზე. ჰაკერებმა ვებ-გვერდის თავსართში ჩააშენეს კოდი, რომელიც ხელს უშლის გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე პირდაპირ წვდომას და აფერხებს ვებ-გვერდის მუშაობას.
მაუწყებელი მიიჩნევს, რომ თავდასხმის მიზანი იყო მაუწყებლის მნიშვნელოვანი პლატფორმის მუშაობის პარალიზება და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ინფორმაციების გავრცელებისთვის ხელშეშლა. მაუწყებელმა უკვე მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს.