26 სექტემბერი უკრაინაში გლოვის დღედ გამოცხადდა

26 სექტემბერი 2020, 15:00 778 ნახვა

უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას 25 ადამიანი ემსხვერპლა. "ანტონოვ -26"-მა კატასტროფა ხარკოვის რეგიონში განიცადა. თვითმფრინავში 7 ოფიცერი და 20 სამხედრო სტუდენტი იმყოფებოდა. კლინიკაში 2 ადამიანია გადაყვანილი, მათი მდგომარეობა კრიტიკულია. თვითმფრინავის მგზავრების უმრავლესობა ხარკოვის საჰაერო ძალების უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ, მიმდინარეობდა სასწავლო ფრენა.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 სექტემბერი უკრაინაში გლოვის დღედ გამოცხადდა ამასთან  კატასტროფის მიზეზების შესასწავლად სპეციალური ჯგუფის შექმნა პრემიერ-მინისტრს დაავალა. ზელენსკი უკვე ჩავიდა ხარკოვის რეგიონში და სიტუაციას ადგილზე ეცნობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში