აჭარაში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

23 სექტემბერი 2020, 11:05 2770 ნახვა

დღეს, 23 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან აჭარაში  covid-19 165 მოქალაქეს დაუდასტურდა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის განცხადებით, ​რეგიონში პისიარ ტესტირება 4000-მდე ადამიანს ჩაუტარდა  და გამოვლენილია 165 ახალი შემთხვევა.

''კლინიკებში მოთავსებულია 480 პაციენტი. კლინიკიდან გაეწერა ორი. კოვიდკარანტინში არის 660 ადამიანი და გუშინ 82-მა მოქალაქემ დატოვა სასტუმრო. 24 ორსული მკურნალობს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჯანდაცვის სისტემა მობილიზებულია, რომ ყველა  ახალ დადასტურებულ პაცინეტს დროულად მოემსახუროს და მიაწოდოს სერვისები. ახალი შემთხვევების მატება მოსალოდნელიც იყო, რადგან ყველა დადასტურებულ შემთხვევის უკან დგას მეთვალყურეობაზე მყოფი ახლო კონტაქტები. მიზნობრივი კვლევის შედეგად გამოვლინდნენ ინფიცირებულები''  - განაცხადა ნონა ეფაძემ. 

მისივე განცხადებით, აჭარაში ბინაზე მკურნალობაც მიმდინარეობს. ექიმთან კონსულტაციის, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის და პირობების გათვალისწინებით. 

''ბინაზე მართვას რაც შეეხება, არის მსუბუქი მიმდანარეობის შემთხვევები, ხდება დაკავშირება, შეფასება მდგომარეობის. რამდენიმე მათგანს ჩაუტარდა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევა და  ინდივიდუალური პირობების გათვალისწინებით ხდება ბინაზე დატოვება და ონლაინ კონსულტაცია. ჩართულია ოჯახის ექიმიც, რომელიც დატრენინგებულია. თუ კი იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ საყურადღებო, გადავიყვანთ კლინიკაში. ​​რისკ-ჯგუფების ბინაზე დატოვების საკითხი არ განიხილება'' - განაცხადა ნონა ეფაძემ.  

დღეს, 23 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4140 -ს შეადგენს. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი