დაკავება თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით

21 სექტემბერი 2020, 13:25 1062 ნახვა

ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცებისა და მათთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 4 პიროვნება დააკავეს. მათ ბრალი თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, გამოძალვასა და იძულებაში ედებათ. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ტაჯიკ ბიზნესმენებს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და თანხის გამოძალვის მიზნით ფიზიკურად გაუსწორდნენ. უწყებაში აცხადებენ, რომ მათ ნივთმტკიცებად ამოიღეს ავტომობილი, 2 ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები, 2 პისტოლეტი, ერთი  დანა, ბეისბოლის 3 ხელკეტი და 68 900 დოლარი.

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცების, მათთვის ფულის გამოძალვის და იძულების ბრალდებით  სამი დაკავებულის სასამართლო მიმდინარეობს, სადაც აღმკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობენ.

პროცესის დაწყებამდე ბრალდებულების ადვოკატმა განაცხადა, რომ საქმეში  მტკიცებულება არ დევს  და მისი დაცვის ქვეშ მყოფები უდანაშაულოები არიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს  7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი