31 მილიონზე მეტი ინფიცირებული მსოფლიოში

20 სექტემბერი 2020, 19:53 1165 ნახვა

მსოფლიოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 312 043 შემთხვევა გამოვლინდა, 5 360 ადამიანი კი გარდაიცვალა. ჯამში ვირუსს 950 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირებულთა რიცხვმა კი 31 მილიონს გადააჭრაბა. კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა, უზბეკეთის ვიცე-პრემიერი. გასული დღე-ღამის განმავლობაში მეზობელ სომხეთში კორონავირუსის 277 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.აზერბაიჯანში კი კოვიდ 19 კიდევ 146 ადამიანს გამოუვლინდა , 1 ადამიანი კი გარდაცვლილა. კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო ხვალიდან მადრიდის ნაწილი ჩაიკეტება. სპეციალისტების თქმით, ესპანეთის დედაქალაქის გარკვეულ ნაწილი 100 ათას მოსახლეზე ჩOVID-19-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა 1000-ს აჭარბებს, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს 5-ჯერ აღემატება. კორონავირუსის ყველაზე მეტი - 6.9 მილიონი შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება. მე-2 ადგილს ინდოეთი 5.4 მილიონი შემთხვევით იკავებს. აშშ-სა და ინდოეთის შემდეგ, კოვიდ -19-ის ყველაზე მეტი - 4.5 მილიონი შემთხვევა ბრაზილიაში ფიქსირდება

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი