833 ინფიცირებული აჭარაში - მათგან 14 რეანიმაციულ განყოფილებაში

19 სექტემბერი 2020, 18:06 1401 ნახვა

კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევიდან 116 აჭარაში დაფიქსირდა. უმეტესობა ბათუმში გამოვლინდა, ერთეული შემთხვევებია მუნიციპალიტეტებში. რეგიონი ისევ ცხელ წერტილად  რჩება, შესაბამისად, აჭარა კვლავ ეპიდემიოლოგების   ყურადღების ქვეშაა. აქვე გეტყვით, რომ ბოლო დღეებია ბათუმში ყოველდღიურად კორონავირუსის სამნიშნა მატებაა. ამიტომ ისევ აქტიურად მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება. ამ დროისთის რეგიონში ოფიცირებულია დაახლოებით 40 არასრულწლოვანი,  ასევე 17 ფეხმძიმე მოთავსებულია ბათუმის სამშობიარო სახლში. კლინიკების ნაწილში ადგილების ლიმიტი უკვე ამოიწურა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში